fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ევროვიზია 2018-ზე კვიპროსს ელენა პაპარიზუ წარადგენს?

კვიპროსული მედია აქტიურად საუბრობს თემაზე, რომ ევროვიზია 2005-ის გამარჯვებული, ელენა პაპარიზუ, ლისაბონში, 2018 წლის კონკურსზე სწორედ კვიპროსს წარადგენს. ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა, ეს შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე “ცხელი ჭორია.”

ელენა პაპარიზუ იმ კონკურსანტთა სიაშია, რომელთაგანაც მომღერლებს კონკურსისთვის არჩევენ და როგორც ჩანს, პაპარიზუს ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

თავად ბერძენ ვარსკვლავს კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, იღებს თუ არა ის ამ შემოთავაზებას, დაზუსტებით არავინ იცის.

ევროვიზია 2018-ზე კვიპროსის მიერ წარსადგენ სიმღერას ალექს პაპაკონსტანტინუ შექმნის. ის არის ასევე ავტორი სიმღერებისა, რომლებიც შეასრულა: ევროვიზია 2007-ზე საბერძნეთის წარმომადგენელმა, 2009 წელს აზერბაიჯანის წარმომადგენელმა, 2012 წელს კვიპროსის წარმომადგენელმა.

პაპარიზუ 2005 წელს!

onalem

ტესტ