“ევროვიზია 2018”-ზე გერმანიას ნათია თოდუა არ წარადგენს
ნათია თოდუამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობისთვის ძალები მოსინჯა სიმღერით My Own Way, მაგრამ დაბალი შეფასება მიიღო.
ვოკალური შოუს The Voice of Germany 2017 გამარჯვებული ნათია თოდუა „ევროვიზია 2018″-ზე გერმანიას აღარ წარადგენს.
ეროვნულ შესარჩევ კონკურსში 27 წლის მიხაელ შულტემ გაიმარჯვა სიმღერით You Let Me Walk Alone.
შულტეს გამარჯვება ტელემაყურებლის, საერთაშორისო ჟიურისა და ევროვიზიის ექსპერტების ხმებმა გადაწყვიტა.
სულ შესარჩევ კონკურსში ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. ნათია თოდუამ ძალები მოსინჯა სიმღერით My Own Way, მაგრამ დაბალი ქულები მიიღო.
21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული The Voice of Germany-ის მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ის 26 ათასი კანდიდატიდან კონკურსის ფინალში გადავიდა, სადაც მან ხმების უმეტესობა მოიპოვა და სამი კონკურენტი უკან ჩამოიტოვა. ნათიას ხმა მაყურებლის 50,1%-მა მისცა. ნათიას გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.