fbpx
სხვადასხვა

ევროვიზია 2017 – საბერძნეთმა კონკურსზე მე-19 ადგილი დაიკავა

ევროვიზია 2017-ის კონკურსზე საბერძნეთის წარმომადგენლის, დემი პაპადეას გამარჯვებას არავინ ელოდა, თუმცა, იყო იმის იმედი, რომ 10-ეულში მაინც მოხვდებოდა. ეს ძირითადად სიმღერისა და სცენოგრაფიის გამო, რომელიც ცნობილ ქორეოგრაფს ეკუთვნოდა.

სენსაციური გამარჯვება პორტუგალიის წარმომადგენელმა, სალვადორ სობრალმა მოიპოვა. სიმღერის ამ კონკურსზე მსგავსი ჟანრის სიმღერას, რომელიც მან შეასრულა ”Amar Pelos Dois”, არასოდეს გაუმარჯვია.

კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ბულგარეთიდან, 17 წლის კრისტიან კოსტოვმა სიმღერით ”Beautiful Mess”, მეორე ადგილი დაიკავა.

მესამე ადგილზე კი მოლდოვა, ჯგუფი Sunstroke Projekt გავიდა.

საბერძნეთმა მე-19, ხოლო კვიპროსმა 21-ე პოზიცია დაიკავეს.

კონკურსში სულ 26 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

onalem

ტესტ