fbpx
საზოგადოება

ევროვიზია 2017-ის სკანდალი!

ევროვიზია 2017-ის გარშემო ახალი სკანდალი წარმოიქმნა. როგორც იცით, რუს მონაწილეს იულია სამოილოვას სასიმღერო კონკურსზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს და საერთოდ არ დაუშვეს უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბულგარეთის წარმომადგენელს, კრისტიან კოსტოვს იგივე დანაშაული მიუძღვის უკრაინის წინაშე, რაც სამოილოვას.

კრისტიან კოსტოვს 2014 წელს ნამღერი აქვს ყირიმში, არტეკში. თუმცა, ის უკვე კიევშია და ევროვიზიის ნახევარფინალზეც წარსდგა.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების კანონი ძალაში 2014 წლის 15 მაისს შევიდა. ხოლო ბულგარელმა მომღერალმა აქ 1 ივნისს იმღერა, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულზე განხორციელებული ანექსიიდან რამდენიმე თვეში.

თუ რატომ დაუშვეს ბულგარეთის მოქალაქე უკრაინაში და რატომ არ აუკრძალეს მას კონკურსში მონაწილეობა, ისმაილოვას მსგავსად, უშიშროებას აქვს პასუხი, რომ როდესაც ბიჭმა ყირიმში იმღერა, ის პატარა იყო, ამიტომ პასუხისმგებლობა მშობელს ან მეურვეს ეკისრება.

onalem

ტესტ