ევროპის მასშტაბით გადასახადებში ყველაზე მეტს ბერძნები ხარჯავენ
კრიზისის შუა პერიოდი ბერძნებისთვის უჩვეულოდ რთული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მათი საბინაო ხარჯები მაქსიმალურია, ხოლო შემოსავალი დღითიდღე იკლებს.
”Housing Europe” -ის ბოლო კვლევით, დანარჩენ ევროპასთან შედარებით, ბერძნები საბინაო ხარჯებში 4-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ. კერძოდ, ბერძნების 41% საკუთარი შემოსავლის 40%-ზე მეტს გადასახადებში იხდის. ამ ყველაფერში შედის ქირა, ელექტრო ენერგია, წყალი, გათბობა და ა.შ. ორი წლის წინ კი მოსახლეობის ამ ნაწილის რაოდენობა 33% იყო.
სხვა ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის მიერ გადასახადებში გადახდილი თანხის საშუალო მაჩვენებელი 11,3%-ს არ აღემატება.
2010-დან 2015 წლამდე ქონებრივი გადასახადები 500 მილიონი ევროდან 3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლისთვის 3,5 მილიარდი გახდა. პარალელურად ქონების მფლობელი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან კლებულობს. ამჯამად კი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – 73,9%.
ევროპის სხვა ქვეყნებში ქონებრივი და საბინაო ხარჯების ასეთი მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება.