ევროპის ჩრდილო–ცენტრალური ქვეყნების პრო–ფაშისტური ზეწოლა საბერძნეთზე

480197
ორშაბათს, 25 იანვარს ამსტერდამში ლტოლვილთა საკითხის გამო ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრთა საგანგებო შეხვედრა შედგა, სადაც ჯერ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრს სტივენ ვანდეპუტს განუცხადებია, საბერძნეთმა 300–400 ათასადგილიანი ლტოლვილთა ბანაკები უნდა გახსნას თავის კუნძულებზე და იქ უნდა შეაჩეროს ევროპისკენ მომავალი ტალღაო

727df45e-4f0a-11e4-8a87-e2b721a5afa1_web_scale_0.15_0.15__
რაზედაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს, იოჰანა მიკლ–ლაიტნერს დაუმატებია: “თუ საბერძნეთი არ გააკონტოლებს საკუთარ საზღვაო საზღვრებს, მაშინ ევროპის (წაიკითხე–შენგენის) საზღვრები გადმოიწევს უფრო ღრმად, ცენტრალური ევროპისკენ – იქ, სადაც მშვენივრად შეიძლება საზღვრების გაკონტროლება”–ო

115-744x446
იგივე ტონალობაში გაუგრძელებია შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ანდერს ინგემანსაც: “ბოლო–ბოლო, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა ვერ ახერხებს საკუთარი საზღვრების გაკონტროლებას და დაპირებების შესრულებას, მაშინ მისი შენგენში დარჩენის შესახებ საკითხი უნდა დაისვას და თვით მის მაცხოვრებლებსაც უნდა აეკრძალოთ თავისუფალი გადაადგილება”–ო.

14472208371cfd21ef9413e975cf99ad8ec122deda8

ყოველივე ამას ემატება ორი პუბლიკაციაც სამშაბათისა – ერთი სენსაციური, ბრიტანულ “Financial Times”–ში, ვეტერანი ინგლისელი ჟურნალისტის გიდეონ რახმანის ხელმოწერით, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირი და გერმანიის კანცლერი, მზად არიან საბერძნეთს ძველი ვალიც ჩამოაწერონ და ახლანდელ ეკონომიკურ კრიზისზეც დაეხმარონ, თუ საბერძნეთი დათანხმდება საკუთარი ჩრდილო საზღვრების “დაბეჭდვას” (მავთულხლართებით და კედლებით), ხოლო მეორე – გერმანულ “Frankfurter Allgemeine” (FAZ)–ს ეკუთვნის და ზეაღნიშნულ და ევროკავშირის ცენტრალურ–სკანდინავიური ქვეყნების დამატებით ოთხი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ემყარება – “სიცრუე და თვალთმაქცობაა საბერძნეთის პოზიცია, თითქოს არ შეუძლიათ საზღვრების გაკონტროლება – უბრალოდ არ უნდათ თანამშრომლობა”–ო.

PM Alexis Tsipras and  President of the European Parliament Martin Schultz watched the first relocation of migrants and refugees, from Greece to Luxemburg. Joint statements were given in front of Lefteris Partsalis  picture for SOOC, of three Greek ladies feeding a migrant baby. In Athens, on Nov. 4, 2015 / Ο Αλέξης Τσίπρας και ο Μάρτιν Σούλτς παρακολούθησαν την πρώτη μετεγκατάσταση προσφύγων και μεταναστών, από την Αθήνα στο Λουξεμβούργο, στις 4 Νοεμβρίου, 2015. Η δηλώσεις έγιναν μπροστά από την φωτοgραφία του Λευτέρη Παρτσάλη για το SOOC, που απεικονίζει τρεις γυναίκες να ταΐζουν ένα μωρό μετανάστριας


და ეს ყველაფერი ფონზე, როდესაც საბერძნეთის საზღვაო–სანაპირო სამსახური და უბრალო მოსახლეობა – მთელს აკვატორიაზე – მაქსიმუმს აკეთებს ლტოლვილთა გადასარჩენად, ხოლო საბერძნეთის კუნძულები ნობელის მშვიდობის პრემიაზეც კი არიან წარდგენილნი, ოფიციალურად. საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იანის მუზალასი აღშფოთებული აცხადებს – “ცდილობენ, გვაიძულონ ეს ხალხი წყალში ჩავტოვოთ და თან სარეზერვაციო ბანაკები გავუხსნათ აქ, ჩაკეტილი კედლებით – რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი იქნება და ამისათვის 30 ვერცხლსაც გვპირდებიან, რომ გადაგვიხადიანო”.

 

24141559_16177793.limghandler