fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა შეაჯამა.

ელჩის თქმით, მხოლოდ 230-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც შენგენის ზონის გადაკვეთაზე უარი ეთქვა.

“ევროკავშირის მხარე მონიტორინგის ანგარიშს ამზადებს, სადაც უვიზო რეჟიმის შედეგები უფრო დეტალურად იქნება ასახული. ვიმედოვნებ, რომ დღეს არსებული პროგრესი გაგრძელდება”, – განაცხადა ელჩმა.

onalem

ტესტ