ევროკავშირში იმსჯელებენ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევაზე

გერმანია საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხს დააყენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 8 მარტს, ბრიუსელში გაიმართება – ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, არ არის საუბარი შეჩერების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

რიკარდ იოზვიაკის ცნობითვე, 8-10 მარტს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას ევროკავშირი დაინტერესდება ძალისხმევაზე, რომელსაც საქართველო მიმართავს. მიგრაციის პრობლემური საკითხების განსახილველად 6 მარტს, საქართველოს ეწვივნენ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ანეტ გიუნტერი. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო ლიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა, მხოლოდ იანვარში, გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. გერმანიის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გერმანია საგრძნობლად შეამცირებს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადას.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს გააცნეს საკანონმდებლო და პრაქტიკული ზომები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/29084238.html

melano

ტესტ