ევროკავშირი: ბერძნული გირო აკრძალვის საფრთხის ქვეშ დადგა!

ევროკავშირის მიერ გავრცელებული სიახლე, რომელიც თუ რეალობად იქცა, ბევრ ბერძენს გააღიზიანებს. ევროპელებს სურთ, რომ ბერძნული  გირო და ასევე დონერი (თურქული ქაბაბი) აკრძალონ!

ΣΚΑΙ-ზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, დონერი და ბერძნული გირო აკრძალვის საფრთხის ქვეშ დგანან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ ორ საკვებში ხშირად გვხვდება ფოსფატი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ბერძნული ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ თამაშს თამაშობს. სულ ცოტა ხნის წინ მათ ბატკნის ნაწლავების აკრძალვა უნდოდათ, რომლებიც შამფურზე იწვება.

იგივე შემთხვევები ფიქსირდება კვიპროსზეც, სადაც ევროპელებს ღორის შეკრული ნაჭრები არ მოეწონათ.

რთული წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს აღნიშნული აკრძალვების რეალობად ქცევის შემთხვევაში. საბერძნეთის მასშტაბით უამრავი ადამიანის ბიზნესი ჩავარდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნები ტრადიციული კერძის რაციონიდან ამოღებას შეეგუონ. სწორედ ამიტომ ევროკავშირს მოუწევს აზრი დაუყოვნებლივ შეიცვალოს.

melano

ტესტ