ევროფეხბურთის ვარსკვლავთა თანამეწყვილენი – WAGs (the wives and girlfriends)

საფრანგეთში გახურებული ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის “სიმცხუნვარეს” საფეხბურთო ვარსკვლავთა, სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელთა მეგობარი ქალბატონების და მეუღლეების მიერ მსოფლიო მასმედიის გამოცემათა ფურცლებზე დანთებული ცეცხლიც ემატება.

მაშ ასე, მივყვეთ ევროფეხბურთის ვარსკვლავთა ზოგიერთ შთამბეჭდავ WAGs–ს – შეფასება  თქვენთვის მოგვინდია

1. ანა ივანოვიჩი – გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის, სებასტიან (ბასტიან) შვაინშტაიგერის მეგობარი და მსოფლიოში უცნობილესი (გარდა სპორტული მონაცემებისა – 2008 წელს ანა ტენისიტთა “რეიტინგ–ლისტსაც” კი ედგა სათავეში – ასევე, გარეგნული მონაცემებით) ჩოგბურთელი ქალია. სერბი “კოლონი” 2014 წლის შემდეგაა ქერა გერმანელთან. მანამდე, მის  “სკალპთა” რიცხვში ადამ სკოტი და ფერნანდო ვერდასკო (ესპანელი ჩოგბურთელი)  შედიოდნენ, თუმცა, ბასტიანთან მისი კავშირი სერიოზული ჩანს. წყვილის საერთო ქონება, გარდა ყოველდღიური შემოსავლისა, 60 მილიონ $–ს აჭარბებს.

ana-ivanovic-4

bastian_schweinsteiger_ana_ivanovic_ar

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2. ლუდივინ პაიე საფრანგეთის ნაკრების და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველის, ტურნირის ერთ–ერთი აღმოჩენის, დიმიტრი პაიეს მეუღლეა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი დაბადებულია ინდოეთის ოკეანეში მდებარე, საფრანგეთის მფლობელობაში მყოფ კუნძულ რეუნიონზე, საფეხბურთო კარიერის ადგილობრივ კლუბებში დაწყებით, სანამ მის ტალანტს ევროპელი სელექციონერები შეამჩნევდნენ.

ckqwkphxeaa7dmu

Dimitri-Payet-wife-Ludivine-Payet

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


3. ნოემი ჰაპარტი – ბელგიელი მოდელი, 2013 წლის  “მის ბელგიის” ტიტულის მფლობელია და აქტიური სამოდელო კარიერის გარდა, მედიცინასაც ეუფლება ლიეჟის უნივრსიტეტში. მისი რჩეული 22 წლის, ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” გარემარბი, იანიკ კარასკოა, რომელმაც წელს მადრიდის “რეალათან” გამართულ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გოლის გატანაც კი მოახერხა (რის შემდეგაც მაყურებელთა ტრიბუნებთან მიირბინა და ნოემის მხურვალე კოცნაც უღძვნა – ეპიზოდი, რომელიც წამსვე viral  შეიქმნა).

Noémie HAPPART1unnamed

tumblr_o7wn65pLyX1s0zz8oo1_500

4. რაქელ მაური ამ სიიდან ალბათ ერთადერთია, რომელიც უბრალოდ… დალაქია. დიახ, არ მოგესმათ – დალაქია და სევილიელი კიდეც. სწორედ ამ ლეგენდარული ესპანური ქალაქის საფეხბურთო კლუბ  “სევილია”–ში თამაშისას გაიცნო ის აწ  “ბარსელონას” სუპერ/ვარსკვლავმა, უნივერსალურმა ხორვატმა  ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელსაც, მას შემდეგ, მუდმივად შთამბეჭდავი თმის ვარცხნილობა ამშვენებს

Ivan-Rakitic-wife-Raquel-Mauri-Rakitic_photoivan-rakitic-wife-Raquel-Mauri-photo-9

 

 

 

 

 

 

 


5. სემ კუკი (არ შეგეშლებათ თანამოსახელე, 60–იანი წლების დასაწყისის, “სოულის” ჟანრის ერთ–ერთ პირველ შემსრულებელ, აფრო–ამერიკელ მომღერალ სემ კუკში) ამ სიიდან, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ტოპ–მოდელია, რომლის ფოტოსურათებს ხშირად დაუმშვენებიათ FHM, Front, Maxim, Zoo, Nuts და სხვა, ე.წ. “მამკაცთა” ჟურნალების გარეკანის ყდები – სემი ხომ 2006 წელს, ინგლისში ამ ჟანრის N3 მოდელად ითვლებოდა. ამჟამად ჩართულია სამოდელო ბიზნესის მენეჯმენტში, ფოტოგრაფობას და ოჯახის მოვლაში. ის კრის სმოლინგის, ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველის თანამეწყვილეა

Sam-Cooke-6

 

CHRIS-SMALLING-girlfriend-sam-cooke-2