everest-ის ობიექტში გარდაცვლილის დედა ამბობს რომ, დამნაშავეებს არ დაინდობს – ვიდეო

39 წლის ვასილიკი პარასტატიდუ, რომელიც ვიქტორიაზე ევერესტის ობიექტში აფეთქების გამო გარდაიცვალა, 2 შვილის დედა იყო.
გარდაცვლილის დედამ ტელეკომპანია ალფას ეთერში გულისამაჩუყებლად ისაუბრა : ,,მე მათ ასე არ დავტოვებ.უზენაეს სასამართლოში მუხლის ჩოქებით მივალ!ჩემი შვილი ასე ადვილად არ წავა ამ ქვეყნიდამ!”.

ვასილიკის ქმარი ამბობს : ,,როდესაც დრო მოვა,მე თვითონ დაგიკავშირდებით ჟურნალისტებს.10 დღეში შეგატყობინებთ,რას ჩავიდენ.ახლა ამის დრო არ არის”. ახალგაზრდა ქალი სამეზობლოში ყველას უყვარდა.აფეთქებამდე 5 წუთით ადრე მივიდა ევერესტის ობიექტში.

იგი ბუღალტრად მუშაობდა და იმ დღეს ის ნაადრევად გამოიხახეს სამსახურში. მისი გარდაცვალების დღე მისი ერთ-ერთი შვილის დაბადების დღეს დაემთხვა.