fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: “Evangelismo”-ს საავადმყოფოში ექიმები წითელათი დაავადდნენ

ათენში, “Evangelismo”-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მომსახურე პერსონალის დაუყოვნებლივ ვაქცინაციას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები და ექთნები წითელას ინფექციით თავადაც დაავადდნენ.

აგვისტოს თვიდან დღემდე დაახლოებით 30 მედიცინის მუშაკს დაუდგინდა აღნიშნული დაავადება, რაც საბერძნეთში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც მინიმუმ სამჯერ გააგზავნა მოთხოვნა, პერსონალის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

“Evangelismo”-ს საავადმყოფოს ერთი ექიმი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს, რადგან მისი მდგომარეობა გართულებულია.

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თითოეულ საავადმყოფოში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მიღებული ვაქცინა წითელას წინააღმდეგ.

onalem

ტესტ