fbpx
კრიმინალი

EuroBank-ის აფეთქების დეტალები

გუშინ ათენის ცენტრის წყნარი უბანი ტერაქტის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირმა ბანკის წინ საშუალო სიძლიერის ბომბი ააფეთქა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ბანკის შენობის ფასადი და გარშემო მდებარე შენობების ფანჯრები.

პოლიციის ინფორმაციით, 19 აპრილს 22:05 საათზე უცნობმა პირმა პოპულარულ ბერძნულ ონლაინ გამოცემაში დარეკა და განაცხადა, რომ სანტაროზას ქუჩის N7-ში, ბანკის წინ ბომბი დადო და ის 35 წუთში აფეთქდებოდა. ეს პატარა ქუჩა პანეპისტიმიუსა და სტადიუს ქუჩებს შორის მდებარეობს.

პოლიციამ ადგილს სწრაფად შემოარტყა ალყა და ბომბი დარეკვიდან ზუსტად 35 წუთში, 22:38 საათზე აფეთქდა.

როგორც ცნობილია, ორი ქურთუკში ჩაცმული ადამიანი მოტოციკლით მივიდა ბანკის ტერიტორიაზე, მათ ზურგჩანთა მოიხსნეს და ბანკის წინ დატოვეს, შემდეგ კი გაუჩინარდნენ. ბანკის კამერამ დააფიქსირა მოტოკიცლის ნომერი, თუმცა, ჟურნალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიებას რამეში დაეხმარება, ვინაიდან, როგორც წესი, დამნაშავეები ასეთი საქმეებისთვის მოტოციკლებსა და მანქანებს იპარავენ.

ჯერჯერობით არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ თავდასხმაზე.

onalem

ტესტ