ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 19 ქართველი

დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ძარცვა და ფულის გათეთრება

ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულია საქართველოს 19 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შსს დაკავებულთა გვარებს არ ასაჯაროებს, თუმცა ესპანური მედია ამტკიცებს, რომ დაკავებულთა შორის არის „კანონიერი ქურდის“ კახაბერ შუშანაშვილის (კახა რუსტავსკის) მეუღლე. მამანდე გავრცელდა ინფორმაცია 16 დაკავებული შესახებ.

პოლიცია ბარსელონაში

„ესპანეთის სამეფოს ქალაქებში — მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ესპანეთში 29 ნოემბერს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოსავლენად სპეცოპერაციას ატარებდა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობით.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები.

 

melano

ტესტ