ესპანეთის პოლიციამ ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავა (ვიდეო)

 

ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ 16. 03. 2017  გავრცელებული ინფორმაციით, შეპყრობილია ქართული მაფიის 48-კაციანი ბანდა და ამოღებულია 600-მე მოპარული საიუველირო ნაწარმი.

ესპანელ სამართლდამცავთა მიერ მადრიდსა და ბრასელონაში ერთდროულად 15 ბინაზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად ამოღებული იქნა 13 ათასი ევრო ნაღდი ფულის სახით, სხვადასხვა სახის, კანონით აკრძალული  ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობები და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენებოდა ბინების ძარცვისათვის. ესპანელ კრიმინალისტთა ამ ქმედებამ ნათელი მოჰფინა მადრიდში, ბარსელონასა და მურსიაში ჩადენილ 40-მდე დანაშაულს.


ესპანეთის პოლიციის სპეცაგენტების მიერ გამოძიება დაწყებული იქნა გასული წლის მარტიდან, როდესაც ეჭვი იქნა მიტანილი რამდენიმე, ქართული ნაციონალობის, დამძიმებული კრიმინალური წარსულის მქონე პირების მიმართ, რომელბიც ბინების გაქურდვაში იყვნენ ეჭვიმატინილნი. შემდეგ პერიოდში დადგინდა, რომ საუბარი იყო მთლიან მაფიოზურ დაჯგუფებაზე, თავისი ხელმძღვანელებით, ინფორმატორებით, ლოგისტიკური მხარდაჭერით, შემსრულებლებითა და გამსაღებლებით.

პოლიციის მიერ დაკავებულ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე 48 პირს ფართე და ხანგრძლივი კრიმინალური წარსული გააჩნიათ და რამდენიმე მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებითაც კი იძებნებოდა. მიმდინარეობს გამოძიება მათი საერთაშორისო, ევროპის სხვა ქვეყნებში მდებარე ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან და მათ წევრებთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

ქალაქ მადრიდის პოლიციის შტაბ-ბინაში 31 მარტამდე განხორციელდება ოპერაციის შედეგად ამოღებულ ძვირფასეულობათა გამოფენა. 2016 წლის მარტის თვიდან დღემდე ბინათა ძარცვისგან დაზრალებულებს შეუძლიათ მიაკითხონ მას და შესაბამისი, ამოცნობის პროცედურის შემდგომ, დაიბრუნონ ისინი.

____________
წყარო: ელ პაისი