fbpx
საბერძნეთისაზოგადოებატერორიზმი

ესპანეთი: ჯიჰადისტების პირველი ბერძენი მსხვერპლი

როგორც უკვე იცით, ბერძენი ქალი ესპანეთში ტერორისტული თავდასხმისას მძიმედ დაშავდა.

ის 17 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ, სიკვდილს 10 დღე ებრძოდა და დღეს, 27 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ტრამვები ძალიან მძიმე იყო და ოპერაციის შემდეგ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით,  ქალის ოჯახმა ორგანოების დონაციის საკითხზე ხელი უკვე მოაწერა.

ქალი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა, გათხოვილი იყო ბერძენ მამაკაცზე. მის შვილებს, რომლებიც ასევე მსუბუქად დაშავდენ, ორმაგი, საბერძნეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვთ.

ბარსელონას ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 16 უდრის, ხოლო ამჟამად 24 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

გუშინ, 100,000-ზე მეტმა ადამიანმა  ჯიჰადისტთა ტერორისტული აქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა, სლოგანით ”მე არ მეშინია.”

onalem

ტესტ