fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ეს მკვლელობა იყო” – ამბობს გარდაცვლილი ზაკ კოსტოპულოს მამა

გარდაცვლილი ზაკ კოსტოპულოსის მამა აცხადებს, რომ “მისი შვილი მოკლეს და ოჯახი ამ ამბის ასე დატოვებას არ აპირებს.”

თავის განცხადებაში ეფთიმილოს კოსტოპულო აღნიშნავს, რომ ზაკი, თავიდანვე მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვი იყო, არასდროს დაუშვებდა, რომ დაეშინებინა ან ზიანი მიეყენებინა ვინმესთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ზაკს არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემები, მას სახლში საკმარისი ფული ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახიც ყოველთვის ეხმარებოდა.

ეფთიმიოს კოსტოპულომ თქვა, რომ ზაკის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ამერიკაში შეიტყო, სადაც იგი ბოლო 5 წელია იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით, მან ასევე აღნიშნა, რომ “ზაკი საიუველირო მაღაზიაში შეუიარაღებელი შევიდა, ნიღბისა ხელთათმანების გარეშე. როგორც წესი კი, გასაძარცვად ასეთ ფორმაში არ დადიან”.

“იუველირი პავილიონს მიღმა იყო. როგორც მე მითხრეს, ზაკი მაღაზიაში შევიდა და ყველანაირი მიზეზის გარეშე ცდილობდნენ მის იქ გამომწყვდევას. არსებობს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ გვერდითა კაფეში ჩხუბი ატყდა და ჩემი შვილი დამალვას ცდილობდა, სწორედ ამიტომ შევიდა იგი საიუველირო მაღაზიაში, სადაც ხაფანგში მოაქციეს. ის კი ასეთი განგაშის ატეხვით პანიკაში ჩავარდა” – აცხადებს ზაკის მამა.

“ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრის ქვას მაღაზიის მეპატრონე ვიტრინას, არ ვიცი რატომ, ხოლო ზაკი გაქცევას ცდილობს. შემდეგ, ისინი მისცვივდებიან მას და წიხლებს ურტყამენ” – დაამატა გარდაცვლილის მამამ.

ასევე, მან თქვა, რომ ვერ გაუგია, რატომ ურტყამენ უმოწყალოდ ძირს დაგდებულ ბიჭს, რომელიც დემობილიზებულია და წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევს. “ზაკი არავის დამუქრებია, არც დაუშინებია ვინმე. რა მიზეზით ურტყამენ მას ასე გამეტებით, რამაც საწყალი ბიჭის სიკვდილი გამოიწვია? იგი უბრალოდ პანიკაში იყო შიშისგან.”

დღეს დილით, 33 წლის ზაკ კოსტოპულო ფოკიდაში, იტეასთან ახლოს დაკრძალეს. მეგობრები და ნათესავები უკანასკნელად გამოემშვიდობნენ მას. ოჯახის მოთხოვნით, მედია დაკრძალვას არ დასწრებია.

onalem

ტესტ