fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ერთი კვირა დორა ზებერის მკვლელობიდან: ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანია

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პატისიაზე მდებარე სასაფლაოზე დორა ზებერი სასტიკად მოკლეს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ საქმე სხვაგვარად უნდა გამოიძიოს, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საქმეს გახსნის ან წინ მაინც წაიყვანს.

ამ ეტაპზე პოლიციას არ აქვს არანაირი ხელჩასაჭიდი, რის მიხედვითაც ეჭვმიტანილის კვალზე გავლენ. დორა ზებერის მამის, კოსტას ზებერის ადვოკატის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ის ასევე შეეხო თავისი კლიენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც, რომლებმაც საზოგადოებას კოსტას ზებერის მიმართ ეჭვები გაუჩინა და დანაშაულთან დააკავშირა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, კოსტას ზებერის ურთიერთობა შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან, საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. მამაკაცი ოჯახისგან ძალიან განცალკევებული იყო და დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა. მან, უბრალოდ, ჩვენებების მიცემის არასწორი ფორმა შეარჩია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ დორა სასაფლაოზე მარტო მიდის. დაიკითხა ყველა პირი, რომელიც ამ დროს სასაფლაოზე იმყოფებოდა, თუმცა მათ არანაირი უცნაური ხმა არ გაუგიათ. ამ დროისთვის პოლიციისთვის კვლავ უცნობი რჩება, რა იყო მოტივი, რის გამოც 32 წლის გოგონას დანით 14 ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთი გულის არეში.

onalem

ტესტ