ერთი გარდაცვლილი, შეწყვეტილი ელექტრო ენერგია და საგზაო პრობლემები უხვი ნალექის გამო

მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში  ბევრ არეალში საგზაო პრობლემები შექმნა, გათიშულია ელექტრო ენერგია და გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ხუთშაბათს შუადღეს 76 წლის მამაკაცი ლასმოსში, როდოპის რეგიონში გარდაიცვალა, როდესაც ძლიერმა ქარმა კარი მოგლიჯა და მოხუცს დაეცა.

უხვმა თოვლმა რამდენიმე რეგიონში  ელექტრო ენერგიის ხანგრძლივი დროით  გათიშვა გამოიწვია. კარისტოსში დენის ქვესადგური ძლიერმა შტორმმა დააზიანა და შეიზღუდა კუნძულების ელექტრო ენერგიით მომარაგება.

გასაკუთრებით კუნძულებს:   ანდროს, მიკონოს და თინოს შეექმნათ ელექტრო ენერგიის პრობლემა რამდენიმე საათის მანძილზე. იგივე მოხდა კრეტაზეც, კერძოდ, ირაკლიოსა და რეთიმნოში.

ათენში, თოვლმა ჩაკეტა რკინიგზა და ავტობუსების მარშრუტები ჩრდილოეთ გარეუბნებისკენ. ასევე ჩაკეტილი იყო სახელმწიფოებრივი გასასვლელები რამდენიმე საათით.