fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ერთადერთი ტაქსი ათენში, რომელშიც შეგიძლიათ ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ კიდეც!

ათენში ერთადერთი და განუმეორებელი ტაქსი მოძრაობს, რომელიც ისეთ მომსახურებას გთავაზობთ, რასაც ვერსად ნახავთ. მისი მძღოლი კლიენტებს დილით ყავით, წყლითა და ყველიანი ღვეზელით უმასპინძლდება.

თუ ათენის ცენტრში ხართ და ტაქსის ეძებთ, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდებით, თუკი აღნიშნული მანქანა გაგიჩერებთ. ეს იმიტომ, რომ ის ქალაქში მხოლოდ ერთია. გაოგნება, სიხარული და აღტაცება – ეს ის გრძნობებია, რასაც ტაქსიში ჩამსხდარი ადამიანები გრძნობენ.

“როდესაც ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლმა მარწყვის ტკბილეული შემომთავაზა. მანქანაში დავინახე წვენები, ბისკვიტები, შოკოლადები და რამდენიმე ბრენდული სასმელიც კი… და მე მას ვუთხარი, რომ აი ასე, ძალიან მარტივად, იქიდან გადასვლა აღარ მინდოდა,” ჰყვება ერთ-ერთი მგზავრი.

როგორც მძღოლი ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ დილის რა მონაკვეთში იძახებს მას მგზავრი, ყოველთვის ყიდულობს მისთვის ყველიან ღვეზელს. მას მანქანაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული აქვს.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ადგილმდებარეობა შეეშლება და მეტი მანძილის გავლა მოუწევთ, უნიკალური ტაქსის მძღოლი ზედმეტ თანხას არასოდეს ახდევინებს.

onalem

ტესტ