fbpx
საზოგადოება

ერთადერთი ბერძენი ქალი, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავს მართავს

ახილია გეორგაკილა მეორე ქალია, რომელიც საბერძნეთის საჰაერო ძალებში მსახურობს და საბრძოლო თვითმფრინავს F-4 მართავს.

გეორგაკილა F-4-ით ყოველდღიურად დაფრინავს და ის პასუხისმგებელია იარაღზეც. ახალგაზრდა ქალმა პრესაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან ბერძნული ტელევიზიის საშუალებით თქვა, რომ საბერძნეთის საჰაერო ძალებში ბევრი ქალი არ არის, მაგრამ მათი რიცხვი ნელნელა იზრდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ერთადერთია, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავით დაფრინავს, ხოლო მისი წინამორბედი არის მწვრთნელი, რომელიც ამჟამად კალამატაში იმყოფება. ქალთა უმრავლესობა ვერტმფრენების ეკიპაჟის წევრები არიან.

იხილეთ მოკლე რეპორტაჟი საბრძოლო თვითმფრინავის შესახებ:

onalem

ტესტ