fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ერთ-ერთ ბერძნულ სოფელში ადასტურებენ, რომ უცხოპლანეტელები დაინახეს

კუნძულ კრეტაზე, სოფელ ზაროს მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მათი სახლების მაღლა უცხოპლანეტელთა მფრინავი თეფში დაფრინავდა. ეს ზოგისთვის კომიკური, თუმცა, ზოგისთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

სოფლის მოსახლეობამ დეტალურად და ნათლად აღწერა მფრინავი ობიექტი. როდესაც ამის შესახებ მედიას შეატყობინეს, ისინი დაუყოვნებლივ კამერებით გაჩნდნენ ადგილზე.

ადგილობრივთა თქმით, მფრინავი თეფში მეზობელი სოფლის, ვორიზიას ტერიტორიაზე გაქრა ჰორიზონტიდან. ისინი ძალიან შეშინებული იყვნენ ნანახით, რადგან ძალიან თავდაჯერებულად ჰყვებოდნენ მფრინავი დისკოს შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კამერებმა იგივენაირი ობიექტი კუნძულ კოსის საჰაერო სივრცეშიც დააფიქსირეს, მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მოხდა.

როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები ხშირად სტუმრობენ საბერძნეთს… საინტერესოა, რა მიზნით?

onalem

ტესტ