fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ეროტიკული სამკუთხედი: 29 წლის ბიჭის აღიარება, თუ როგორ მოკლა მან საკუთარი პარტნიორი

2014 წელს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ”ეროტიკული სამკუთხედის” სახელით არის ცნობილი, კიდევ ერთხელ გახმაურდა.

6 აპრილს ფეი ბლახა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის თავისმა სექსუალურმა პარტნიორმა, ვანგელის სტეფანაკიმ სცემა, რომელსაც მის მკვლელობაში ედება ბრალი. ის დღეს აღიარებს და ჰყვება, თუ რა მოხდა რეალურად საბედისწერო დღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანაკის ურთიერთობა ჰქონდა ორ გოგონასთან, ფეი ბლახასთან და მის დასთან, მარიალენასთან, რომელსაც ასევე ბრალად ედება მკვლელობაში მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც ფეი ბლახა სტეფანაკიმ სცემა, გოგონა რამდენიმე დღე სასიკვდილო დაზიანებებით საავადმყოფოში იწვა.

როგორც 29 წლის დამნაშავე ამბობს, მან ორივე გოგონა ნეა მაკრიში მდებარე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო. იქ ფეი მუშაობდა და ვანგელიმ არ იცოდა, რომ მარიანელა და ის დები იყვნენ.

”მე და ფეი დავახლოვდით და წყვილი გავხდით. თუმცა, შემდეგ მარიალენა ჩაერია. ერთ დღეს, როცა ღამის კლუბიდან დავბრუნდი, ჩემსა და მას შორის დიდი სისულელე მოხდა. მეორე დღეს კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან მე და ფეის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე არაფერს ვგრძნობდი მარიალენას მიმართ, ფეისთან მინდოდა ყოფნა. მაგრამ როცა მან ჩემი და მისი დის ღალატის შესახებ გაიგო, რამდენიმე დღით დამშორდა. შემდეგ შევრიგდით, მაგრამ ეს ფეისთვის ადვილი არ იყო. არ შეეძლო ამ ყველაფრის უკან დატოვება.

ის გამუდმებით ეჭვიანობდა, სამსახური მიატოვა და მუდამ ჩემს ტელეფონში იქექებოდა. ეგონა ისევ მქონდა კონტაქტი მის დასთან. ჩემთვის ეს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ მისთვის არა.

ერთ დღეს მან დამირეკა და მისვლა მთხოვა, ძალიან უხეშად მელაპარაკებოდა. როდესაც შევხვდით, ძალიან ნერვიულობდა და ბრაზობდა. ხელს მკრავდა, მე კი მის დამშვიდებას ვცდილობდი. ის მეუბნებოდა: ”მარიალენამ ყველაფერი მითხრა.. მითხრა, რომ ერთად ერთხელ კიარა, 50-ჯერ იყავით. მე ვეუბნებოდი, რომ ეს ტყუილი იყო, თუმცა მაინც აგრძელებდა. ის სახეში მირტყამდა და შემდეგ მეც დავარტყი. ნერვების გამო, აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი. ფეხებსაც ვურტყამდი და ბოლოს ის უგონოდ იწვა იატაკზე. მეგობარს დავურეკე და საავადმყოფოში წავედით. შემდეგ მარიალენას შევატყობინე და ვუთხარი, რომ მათ მამას ავუხსნიდი, რომ ჩვენი ჩხუბი სწორედ მისი ბრალი იყო. ფეი ნაცემი იყო, თავი ჰქონდა დაზიანებული და მითხრეს, რომ იქ უნდა დარჩენილიყო.

სიტუაციას რეალურად ვერ ვაფასებდი. როდესაც სახლში მივედი და ტელევიზორი ჩავრთე, მაშინ გავიგე, რომ ჩემი დაპატიმრების ორდერი გასცეს. მე არ ვიმალებოდი, მე ფეისთან ვიყავი და მინდოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო.

მე საშინელი ადამიანი ვარ. ორივე ოჯახის ცხოვრება გავანადგურე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლეს მოვსპობდი. როდესაც ვჩხუბობდით, მე არ მინდოდა მისი დაზიანება, ხანდახან თავს ვიცავდი და სხვა გზა არ მქონდა. ჩემი ნერვები უნდა მეკონტროლებინა. პანიკაში ვიყავი და იმ მომენტში არაფერი მახსოვდა. როცა ექიმებმა მკითხეს, თუ რა მოხდა. მე ვუპასუხე, რომ ის ჩემი შეყვარებული იყო და ვიჩხუბეთ. თუმცა, მივიღე პასუხი, რომ ის სასიკვდილოდ იყო ნაცემი… და მე ავტირდი.”

სასამართლო პროცესი ორშაბათს განახლდება.

onalem

ტესტ