fbpx
მსოფლიო

ერდოღანმა თურქეთის ელჩი მოხსნა, რადგან ბერძნული მითოლოგიის შთაგონებით ეცვა

დღეს თურქეთის ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ელჩი უგანდაში, სედეფ იავუზალპი, გაათავისუფლა, რადგან ეროვნულ დღესასწაულზე ის შემოსილი იყო ბერძნული მითოლოგიის შთაგონებით. ღონისძიება ორგანიზებული იყო კაბალაში და ეძღვნებოდა ათა თურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 95-ე წლისთავს.

ფოტოები გავრცელდა უგანდის სოციალური ქსელის გვერდზე, სადაც ჩანს იავუზალპი, შემოსილი როგორც “Ωραία Ελένη” და ასევე, მის გვერდით თურქი ოფიცერი, რომელსაც ასევე ბერძნული სამოსი აცვია, თავზე კი ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი ადგას.

აღნიშნულმა შემთხვევამ დიდი აღშფოთება და სკანდალი გამოიწვია თურქულ ხელისუფლებასა და ნაციონალისტებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დაუყოვნებლივი გამოძიება ფოტოსურათებთან დაკავშირებით. ელჩს ადარებდნენ “ელენის”, ხოლო თურქ ოფიცერს “ზევსს”.

ამავე კონტექსტში სედეფ იავუზალპი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის უგანდაში 5 წელი მსახურობდა.

 

onalem

ტესტ