fbpx
პოლიტიკა

ერდოღანი: პირველი თურქი პრეზიდენტი რომელიც 65 წლის შემდეგ საბერძნეთში ჩამოდის

საბერძნეთის პრეზიდენტის, პროკოპის პავლოპულოს მოწვევის შემდეგ, საბერძნეთს ოფიციალურად 7 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ერდოღანი ეწვევა.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორმხრივი და რეგიონალური საკითხები.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი შეხვდება საბერძნეთის პრეზიდენტს, როგორც ასევე საპერძნეთის პრემიერ მინისტრს, ალექსის ციპრას.

შემდეგ ის გაემგზავრება თრაკში, სადაც დიდი თურქული დიასპორაა.

ორმხრივი შეხვედრა ძალზედ საინტერესო და სერიოზულია, მითუმეტეს დღეს, როდესაც საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობები არ არის მაღალ დონეზე.

მიგრაცია, ფართო რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, აქცენტი მთავარ პროექტებზე, რომელიც უკვე ცნობილია, ევროკავშირითურქეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონალური განვითარება: ეს თემებია რომლებსაც ლიდერები განიხილავენ.