fbpx
კრიმინალი

ექსკლუზივი: უცხოელი ქალების დაჯგუფება, რომელიც ათენში მაღაზიებს ძარცვავდა

ბერძნული საინფორმაციო წყარო CNN greece ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, როგორ ძარცვავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღაზიებს ათენის გარეუბნებში. პოლიციამ სულ 7 ქალი დააკავა. რა ეროვნების არიან ისინი?!

როგორც ცნობილია, აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფება მაღაზიების მფლობელებისთვის თავის ტკივილად უკვე დიდი ხანია იქცა. მათი ე.წ. მეთაური 42 წლის ალბანელი ქალია. 4 მათგანი იმასაც კი ახერხებდა, რომ მაღაზიებში დაყენებული უსაფრთხოების სისტემა გაეთიშა.

ისინი აღჭურვილნი იყვნენ ჩანთებით, რომლებშიც “ნადავლს” ოსტატურად ალაგებდნენ.

თითოეული მათგანი ალბანელია.

ქალები ძარცვის შემდეგ საქონელს ალბანეთში, საკუთარ მაღაზიებში ყიდდნენ. მათ ანგარიშზეა 68 მაღაზიის ძარცვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში მათ ძვირადღირებული მანქანების და სახლების შეძენა შეძლეს.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ