fbpx
კრიმინალი

ექსკლუზივი: დაკავებულია ცნობილი მძარცველი, რომელიც ქალებს ჩანთებს ართმევდა

ატიკაში ყველაზე ცნობილი მძარცველი, საბერძნეთის პოლიციამ ნეა ერითრეაში დააკავა.

ის არის ცნობილი “სალვანო”, რომელიც გასულ წლებში რამდენიმეჯერე იყო დაპატიმრებული ჩანთების ძარცვის და ქალებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.

კონკრეტულად, რაც პოლიციისთვის ცნობილია, მას 20-მდე ქალი ჰყავს გაძარცვული, რომელთაც, ცხადია, შემთხვევითობის პრინციპით ქუჩებში არჩევდა და თავს ესხმოდა. თუმცა, ჰყავდა თანამზრახველიც, რომელიც მანქანას მართავდა და ქურდობის შემდეგ სწორედ მისი დახმარებით გარბოდა.

ისინი ხშირ შემთხვევებში მსხვერპლს ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებდნენ, თუკი წინააღმდეგომას უწევდნენ.

ბოლოს მამაკაცი 2016 წელს დააკავეს, როდესაც ნეა იონიაში ორ ქალს დაესხა თავს.

 

onalem

ტესტ