fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ექსკლუზიური კადრები: სად ჰყავდათ ლემპიდაკი 6 თვის მანძილზე

საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ასახულია ადგილი, სადაც ცნობილმა ბიზნესმენმა მიხალის ლემპიდაკიმ ტყვეობაში 6 თვე გაატარა.

ოთახი სხვენში, ერთი მატრასი და მოძველებული იერსახე. ასე გამოიყურება ”საპყრობილე”, სადაც ლემპიდაკი გაკოჭილი იყო და გადაადგილებაც კი არ შეეძლო.

დაკავებულია საქმეში მონაწილე 6 პირი, 44, 42, 46, 60, 45 და 17 წლის.

მთელი 6 თვის მანძილზე, გამტაცებლები აქტიურად კონტაქტობდნენ ლემპიდაკის ოჯახთან. მთლიანობაში მათ მიერ გაგზავნილია 31 სატელეფონო ესემესი, 5 ხელწერილი, ასევე ელექტრონული წერილები და 3 ვიდეო მესიჯი თავად ლემპიდაკის მონაწილეობით. ისინი სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ ოჯახისგან ფულის გამოძალვას.

გაგზავნის წერილებზე აღმოჩენილია ლემპიდაკის ბიოლოგიური მასალაც.

onalem

ტესტ