fbpx
კრიმინალი

ექსკლუზიური კადრები ომონიიდან: რას ამბობენ ნარკოგამსაღებლები?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ნარკოგამსაღებლები, რომელებიც ათენის ცენტრში, კერძოდ, ომონიაზე, ზინონოსა და მენანდრუს ქუჩებზე ვაჭრობდნენ. ვრცელდება ექსკლუზიური კადრები, როგორ ხდებოდა აღნიშნული პროცესი. თუმცა, გარდა ამისა, თავად დაკავებული პოლიციას ჩვენებას აძლევს.

“ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ნარკოტიკებით მოვაჭრე წლების მანძილზე ვიყავი. ჩემი ცხოვრების წლები ომონიაზე, მენანდრუსა და ზინონოს ქუჩებზე ვვაჭრობდი და ნელნელა კლიენტებს ვაგროვებდი, ამისთვის კი მათ დაბალ ფასად ვთავაზობდი. ამას ბევრი აფრიკელი აკეთებს.  0.1 გრამიდან 0.2 გრამამდე ისინი 5 ევროდ ყიდიან.”

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოგამსაღებლები ერთმანეთს სხვადასხვა კაფეებში ხვდებოდნენ, როგორც ომონიაზე, ისე კიფსელის ტერიტორიაზე. მათ ჰქონდათ თავიანთი “სამუშაო საათები”.

საერთო ჯამში დაკავებულია 26 ადამიანი.

onalem

ტესტ