fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ექსარხია: ნიღბიანთა ჯგუფმა სუპერმარკეტი დაარბია (ვიდეო)

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღწერილია, როგორ არბევს ნიღბიანთა ჯგუფი ექსარხიაში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს OK. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც წერია:

”რამდენიმე დღის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, ექსარხიაში რამდენიმე ოპერაცია ჩაგვეტარებინა, რამდენადაც გვინდა, რომ ჩვენი სამეზობლო პატარა კაპიტალისტური მონსტრებისგან გავათავისუფლოთ. ერთ-ერთია სწორედ სუპერმარკეტი OK. ასევე მადლობას ვუხდით და ვაფასებთ სხვა თავდამსხმელებს, რომლებიც იმ რეპრესიების წინააღმდეგ იბრძვიან, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცდით.

ექსარხია რევოლუციური ადგილია, ჩვენ არ შევეგუებით და კაპიტალიზმის ყველანაირი ფორმის მტრები ვართ. შეაჩერეთ თქვენი შემოჭრა ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს ხალხში და გახსენით თქვენი კაპიტალისტური მონსტრები სადმე სხვაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში თავდასხმები გაძლიერდება და გახშირდება.”

onalem

ტესტ