fbpx
კრიმინალი

ექიმს აბორტის პროცედურისას ნაყოფის თავი ”დაავიწყდა”

ადამიანის უფლებების დარღვევის და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ექიმს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მას 2009 წელს ჩადენილ კიდევ უამრავ უკანონო ქმედებაში ედება ბრალი. ეს ყველაფერი კუნძულ როდოსზე ხდება.

ამჯერად კი, 32 წლის პაციენტი იძულებული გახდა ამოეჭრა საშვილოსნო, ექიმის მიერ არაპროფესიონალურად ჩატარებული აბორტის პროცედურის გამო.

როგორც ცნობილია ქალმა ექიმს ორსულობის პერიოდში მიაკითხა, შედეგად კი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას აბორტის გაკეთება დასჭირდა.

ოპერაციის დროს, ექიმმა სრულად განვითარებული, 4 თვის ნაყოფი ნაყოფი ნაწილ-ნაწილ ამოიღო საშვილოსნოდან, თუმცა მისი თავი ”დაავიწყდა”.

აბორტის შემდეგ, ქალი სახლში გაწერეს. მისი მდგომარეობა აშკარად უარესდებოდა და გაჩნდა სეფსისის საფრთხე, სამედიცინო დაუდევრობის გამო. მას გაუკეთდა ულტრაბგერითი გამოკვლევა, რის შედეგადაც მის საშვილოსნოში ნაყოფის დაშლილი ფრაგმენტები აღმოჩნდა.

პაციენტი იძულებული გახდა საშვილოსნო ამოეჭრა.

ექიმების თქმით, საშვილოსნოში დარჩენილი იყო არა მთლიანად ნაყოფის თავი, არამედ სისხლძარღვთა წნული, რომელსაც შეუძლია ჭარბი სისხლდენის და გაუთვალისწინებელი გართულებების გამოწვევა.

onalem

ტესტ