fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ექიმმა ქალის მშობიარობისთვის 1, 000 ევრო მოითხოვა

თესალონიკში პაპაგეორგიუს საავადმყოფოში გინეკოლოგი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს. ქალმა საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ექიმი მისგან მშობიარობაში 1, 000 ევროს ითხოვდა.

ზემოაღნიშნული საჩივრის საფუძველზე ოპერაცია ჩრდილოეთ საბერძნეთის შინაგან საქმეთა ქვეგანყოფილების მიერ ჩატარდა. მომჩივანი ქალი თავის ექიმს კონსულტაციისთვის პოლიციელთან ერთად ესტუმრა, თუმცა ის თავის ქმრად წარადგინა. როგორც კი ექიმმა თავისი პირობები წამოაყენა, პოლიციელი საქმეში ჩაერია და მაშინვე დააპატიმრა.

დაკავებული პირი პროკურორის წინაშე წარსდგა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. პროკურორმა გასცა ბრძანება, გამოიძიონ, მიუძღვის თუ არა ბრალი ექიმს სხვა მსგავს დანაშაულებში.

onalem

ტესტ