fbpx
საზოგადოება

ემიგრანტის დღიურიდან: “”რა დრო გასულა… ეს მერამდენე შემოდგომაა უცხო მიწაზე..”

“რა დრო გასულა… ეს მერამდენე შემოდგომაა უცხო მიწაზე, თვალებს ვხუჭავ და შემოდგომის წვიმის ხმას ვისმენ, მელოდიასავით ტკბილია, სულ რამოდენიმე წუთი და კუთვნილი ოთახი უნდა დავტოვო,სახეზე ნაძალადევი ღიმილი უნდა მოვირგო და სამუშაო დღე დავიწყო, ექვსი დღე ექვს საუკუნედ მეჩვენება, დრო ნელა გადის, მოდის როგორღაც დასვენების დღე, აუცილებლად უნდა გავაგზავნო სახლში ამანათი, შიგ ჩადებულ ყველა ნივთს უნდა მოვეფერო,თითქოს ჩემს ოჯახის წევრებს ვეფერებოდე და თან გავაყოლო ჩემი სულის და გულის ნაწილი.

საღამოს ისევ სამუშაო ადგილს უნდა დავუბრუნდე, სევდა , სიხარული, მონატრება ერთმანეთში ამრევია და ყელში მებრჯინება ცრემლის გორგალი, შემოდგომაა და სევდიანი ამინდი მეც მასევდიანებს. შემომსევია ფიქრი აშარი, მინდა ყველაფერი მივატოვო, სახლს და კერიას დავუბრუნდე დავკოცნო ყოველი კუთხე და კუნჭული, მაგრამ ფიქრს უფლებას არ ვაძლევ მომერიოს, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, წვიმა ისევ უკრავს სევდიან მელოდიას, ქარი ფანჯრის მინას აწყდება და მეც ფიქრებიდან ვფხიზლდები, მერემდენი შემოდგომაა უცხო მიწაზე და კიდევ რამდენი შემოდგომა დამიდგება აქ…ცხოვრების ზამთარს კი აუცილებლად საკუთარ კერაზე გავატარებ, თმა დათოვლილი..მანამდე კი დიდი დროა და გძელი და დამღლელი გზა გასავლელი… გარეთ მოჭარბებულან შემოდგომის ფერები, წლები სადღაც წასულან და ვეღარ მოგეფერებით… შემოდგომაა უცხო მიწაზე….”