fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ემიგრანტი მსახიობების სპექტაკლი ”ცხრაკლიტული” ათენში

დღეს ქალაქ ათენში, თეატრში “ALFA”, ქართველი ემიგრანტი მსახიობების სპექტაკლი გაიმართა, რომელიც ნიკოლოზ ტყავაძის რეჟისორობით დაიდგა. დავესწარით სანახაობას და გვინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, არაჩვეულებრივი თეატრი, სადაც სპექტაკლით ტკბობა მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეგიძლიათ. თითოეული დეტალი წინასწარ ორგანიზებული და გათვლილია, რაც მსახიობთა გუნდის და რეჟისორის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ეს არის ნამდვილი ცხოვრებისეული და დამაფიქრებელი ეგზისტენციალიზმის სიმბოლო. ჟან-პოლ სარტრის “ცხრაკლიტულში” ერთგვარი ირონიაა იმაზე, რომ საზოგადოება შედგება ჯალათებისა და მსხვერპლებისგან; ხოლო ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და ამიტომ ჯოჯოხეთში მათი ყველაზე დიდი სასჯელი – ერთმანეთთან ურთიერთობაა. თითოეულმა მსახიობმა როლს თავი არაჩვეულებრივად გაართვა და ზუსტად დაგვანახა, თუ რა იდეა დევს ამ დიდებულ პიესაში.

წარმოდგენას მაყურებელი დიდი აღტაცებით შეხვდა და დასასრულსა თუ მოქმედების მიმდინარეობისას მხურვალე აპლოდისმენტები არ წყდებოდა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბერძნეთის ქართულ დიასპორაში იშვიათად მოიძებნება ასეთი შემდგარი თეატრალური დასი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს, დამსწრე საზოგადოებას, პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ სპექტაკლს სთავაზობს.

onalem

ტესტ