ემიგრანტი კონკიასა და ელინი კრეზის მგზნებარე რომანი გრძელდება

კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსაზღვრო სიყვარული ჩვენი (და სრულიად საბერძნეთის) პოპ–ვარსკვლავის მიმართ მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ულტრამილიარდელთა დინასტიის ჩამომავალმა და მემკვიდრემ (ლაცისის ოჯახი, კერძოდ, მარიანა ლაცის ვაჟი), პარის კასიდოკოსტასმა, რომელმაც წყვილის ზღაპრულ კუნძულ, მიკონოსზე მოგზაურობისას, პაპარაცის კამერების წინაც ვერ დამალა თავის გრძნობა და თამთა, რომ იტყვიან, “ხელიდან არ გაუშვია”. ეტყობა, “ანამნეზიც” მოქმედებს – პარისი თამთათი ხომ სწორედ მიკონოსზე მოიხიბლა, შარშან (რომლის ხშირი სტუმარიცაა ზაფხულის პერიოდში, , საკუთარი ჯეტ–ით), როდესაც ახალი თაობის დივამ ადგილობრივ კლუბში, სახელად «Cabaret», ჩაატარა რამოდენიმე გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის პარისი აქტიურად მონაწილეობს შოუ–ბიზნესში. კერძოდ, მის მფლობელობაშია ბოლო წლების ყველაზე მძლავრი და მოდური სტუდია <<Panik Records>>-ი,  რომლის შემადგენლობაში შედიან მოდერნი ბერძნულის შოუ–სცენის წამყვანი ახალგაზრდა ხელოვნები, პოპ–ით დაწყებული, რაპ–ით გაგრძელებული და ჰაუს–ით დასრულებული – “მიდენისტის”–ი, დემი, თომაი აპერგი, “პლეიმენ”–ი და სხვ.)

ფაქტია, წყვილის ურთიერთობა უბრალო ფლერტით არ შემოიფარგლება და, როგორც ჩანს, შორს არაა ის დღე, როდესაც ქართველი “კონკია” (რომელიც 15–ოდე წლის წინ საკუთარ 6 წლის გოგონას უვლიდა, პერიოდულად ბეიბი/სიტერობდა და დედას დალაგებებშიც ეხმარებოდა – როგორც წერს ბერძნული პრესა) მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის პატარძლის კაბით შეიმოსება, რასაც მთელი გულით უსურვებს მისი ტალანტის (როგორც ვოკალურის, ასევე – სტილისტურის) მრავალრიცხოვანი ქართველი და ბერძენი თაყვანისმცემელი !

სანამ წყვილის ვიდეოს ნახავდით,  გთავაზობთ ბერძნულ მედიაში დაბეჭდილ, მათი ყოფილი მიჯნურების ფოტოსურათებს. თამთას გვერდით ვხედავთ გრიგორის პეტრაკოსს და ისაიას მატამბას, პარისს კი მხარს უმშვენებენ მარტინა ივანსონი და მარია დელოგა (მარცხნიდან–მარჯვნივ)

paris04
paris05