fbpx
საზოგადოება

მიგრანტი ათენში შემოსვლას ჩემოდანში დამალვით ცდილობდა

ინციდენტი სანაპირო დაცვის თანამშრომლების ჩარევის შედეგად გახდა ცნობილი.

კერძოდ, კუნძულ მითილინზე 27 წლის თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი, რომელსაც საბერძნეთში გადაადგილების უფლება ჰქონდა, გემის ბორტზე შეამოწმეს. მას საბუთებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

რამდენიმე ხანში მისი ჩემოდანი საეჭვოდ მიიჩნიეს და გახსნის შედეგად, იქ კიდევ ერთი,ასევე 27 წლის მიგრანტი აღმოჩნდა, რომელიც მითილინიდან პირეას პორტში მომვალ გემზე შეპარვას ასეთი გზით ცდილობდა.

საბოლოოდ, ორივე მათგანი დააკავეს და პროკურორთან გადაიყვანეს.

მათი ეროვნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

კუნძულ მითილინზე ბოლო პერიოდის მანძილზე სამი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა არალეგალი მიგრანტები კუნძულის დატოვებას ჩემოდანში დამალვით ცდილობდნენ.

 

onalem

ტესტ