fbpx
ეკონომიკა

ემიგრანტების საყურადღებოდ: ცვლილებები გადახდის მეთოდთან დაკავშირებით!

აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია საბერძნეთში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და შესაბამისად, არ აქვთ პლასტიკური ბარათები და თანხა ბანკის ანგარიშზე. მათ არ შეუძლიათ გადახდები განახორციელონ ნაღდი ფულის გარეშე.

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ ახალი კანონი მიიღო, რომელიც თვეების მანძილზე დამუშავების პროცესში იყო. პარლამენტში აღნიშნულ საკითხს საბოლოოდ რამდენიმე ხანში განიხილავენ.

საუბარია იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხის გადახდა შეგვიძლია რაიმეს შეძენისას ნაღდი ფულის სახით. ყოველდღიურობაში ჩვენ შესაძლოა არ შევიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, მაგრამ რაც შეეხება ტექნიკას და ყველა იმ პროდუქტს, რომელთა ღირებულებაც 300 ევროზე მეტია, ნაღდი ფულით უახლოეს მომავალში ვეღარ შევიძენთ.

ამ დრომდე აღნიშნული კანონის მიხედვით, ნაღდი ფულით გადახდა 500 ევრომდე იყო შესაძლებელი, თუმცა, ახლა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 300 ევრომდე ჩამოდის და არის ვარაუდი, რომ 200 ევრომდეც კი შემცირდეს.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბარათით გადახდების ტენდენციის ზრდას, რომელიც მთავრობისთვის ძლიერი იარათია ისეთ დანაშაულთან საბრძოლველად, რომელსაც გადასახადების თავიდან აცილება ჰქვია. ამგვარი დანაშაული ხშირად ფიქსირდება სხვადასხვა სავაჭრო და ბიზნეს დაწესებულებებში.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ 650,000 დაწესებულებიდან, სადაც აპარატი დგას, ბარათით გადახდისთვის, 30% მათ საერთოდ არ იყენებს.

onalem

ტესტ