“ელინიკოს” პროექტი – ახალი ერა საბერძნეთისთვის

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭომ საბოლოო თანხომა განაცხადა, რათა ათენის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაიწყოს. “ელინიკო” იქნება ახალი ერა საბერძნეთში – მდიდრული სასტუმროებით, ბინებით, პარკებით, გასართობი ცენტრებით, სავაჭრო ცენტრებითა და კაზინოებით.

ადგილი, სადაც გართობა, დასვენება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება.

საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა და დაამტკიცა მოსაზრება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საჭიროა ცათამბჯენების აშენება. ეს ყველაფერი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უსარგებლო სივრცის შემცირებას, გამწვანებას და ათენის, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ემსახურება.

იხილეთ ვიდეო, როგორია “ელინიკოს” მოწყობის გეგმა:

melano

ტესტ