fbpx
საბერძნეთი

ელექტრონული ბილეთი ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

სექტემბრის ბოლოს OASA-ს პერსონალური ელექტრონული ბარათების ამოქმედება ქალაქის ტრანსპორტს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქასთან დააახლოვებს.

პერსონალური ელექტრონული ბარათები შეცვლის დღევანდელ სამგზავრო ბარათებს, მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ნებართვას გასცემს.

ოქტომბრის პერიოდში მეტროებში და მატარებლებში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემა ამუშავდება.
ბარათები იმოქმედებს ყველანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ელექტრონული ბილეთების სისტემა ნელნელა ამუშავდება, ამიტომ პარალელურად მოსახლეობას შეეძლება გამოიყენოს ქაღალდის ბილეთიც.

შეგახსენებთ, რომ OASA-ს აქვს შემოთავაზება: თუ იყიდით 10 ბილეთს, კიდევ ერთ ბილეთს უფასოდ მიიღებთ.

onalem

ტესტ