fbpx
საზოგადოება

Χρονια Πολλα – ელენი მენეღაკის დღეს 49 წელი შეუსრულდა!

ბერძნული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მშვენიერი ქალბატონი დღეს 49 წლის გახდა. ალბათ ეს ციფრი ბევრს გააკვირვებს, რადგან მენერაკის გარეგნობა ამ ასაკს არ შეესაბამება.

ელენი მენეღაკი 2010 წელს Forbs-მა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.

რეალურად კი, მან თავისი კარიერა 1991 წელს მოდელობით დაიწყო და ტელეკომპანია Mega-ზე დილის შოუში იღებდა მონაწილეობას.

შემდეგ 1994 წელს ტელეკომპანია ANT1 -ზე გადავიდა, სადაც პროდიუსერობა სცადა. მომდევნო წელს “Proinos Kafes-ის,” წამყვანი გახდა და ამ საქმეს 10 წლის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა. მას დილის სივრცის დედოფალსაც კი უწოდებდნენ.

2001 წელს მან მენეჯერ იანის ლაციოსზე იქორწინა და მალევე შეეძნათ პირველი შვილი, შემდეგ კი 2005-2008 წლებში მეორე და მესამე. 2010 წელს კი მათი განქორწინება ოფიციალურად გახდა ცნობილი.

2015 წელს მან მეორედ იქორწინა ბიზნესმენ მატეო პანძოპულოზე და გოგონა შეეძინათ.

თავისი ბრწყინვალე შოუებით ელენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული სახეა მთელ საბერძნეთში.

onalem

ტესტ