fbpx
საზოგადოება

ელენი ფურეირას კვიპროსში ვარსკვლავი გაუხსნეს

მარიო ფრაგულის, პადელი პადელიდის და გიორგოს მაზონაკის შემდეგ, კვიპროსში, აგია ნაპას სკვერში, ვარსკვლავი ელენი ფურეირას გაუხსნეს.

აგია ნაპას მუნიციპალიტეტის განცხადებით, ცერემონია საზეიმო გარემოში, უამრავი დამსწრის წინაშე გაიმართა.

მერმა იანის კარუსოსმა მომღერალს უმასპინძლა და აუხსნა მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა, გაეხსნათ ვარსკვლავი მისი სახელით.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ელენი ფურეირა ამ ყველაფერმა ძალიან აღაფრთოვანა და მერს დიდი პატივისთვის მადლობა გადაუხადა.

onalem

ტესტ