fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ელენი ფურეირა საუბრობს, თუ რატომ მალავდა, რომ სინამდვილეში ალბანელია

ელენი ფურეირამ ოთხშაბათს გადაცემაში “Late Night” გულახდილად ისაუბრა თავის ურთიერთობაზე ალბერტო ბოტიასთან და იმაზე, თუ როგორ ხედავდა მომავალს მასთან ერთად, ასევე, გაჰყვებოდა თუ არა მას საზღვარგარეთ.

მომღერალმა საუბრისას ასევე ახსენა თავისი ეროვნება და ახსნა, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა დაემალა, რომ სინამდვილეში ალბანელია.

“მე ვგრძნობდი, რომ უნდა გამეკეთებინა ეს, რადგან რასაც აკეთებ, ეს ის არის, რასაც იმ მომენტისთვის გრძნობ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რაც გავაკეთე, არასწორი იყო. შენ შეცდომას უშვებ, რადგან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო შეგიყვარებს და მიგიღებს, როგორც ხელოვანს, ამის გაკეთება არ უნდა გააგრძელო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 1997, 1998 და 2000 წლებში ეს ძალიან ინტენსიური იყო.

ბერძნები რასისტები აღარ არიან. ეს იყო იმიტომ, რომ ციხეები იღებოდა და ბევრი კრიმინალი გარეთ გამოდიოდა. როცა ეს გავაკეთე, მე ვიღებდი შეტყობინებებს ხალხისგან, რომლებიც ეროვნებას ჯერ კიდევ მალავდნენ, თუმცა, ცნობილები იყვნენ. სანამ Mystique-ში მოვხვდებოდი, ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში მივედი და როგორც კი გაიგეს, რომ ალბანელი ვიყავი, დამცინეს. ეს ძალიან ირონიული იყო. თავი ცუდად ვიგრძენი და ღმერთს ვეკითხებოდი, რატომ იყო ყველაფერი ასე ცუდად. მაშინ მივხვდი, რომ იმისთვის, რომ კარიერა გამეკეთებინა, ჩემი ეროვნება როგორმე უნდა დამემალა. მრავალი თვე გავატარე დეპრესიასა და მწუხარებაში,” ჰყვება მომღერალი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ