fbpx
საზოგადოება

თამთა, ნიკოს ვერტის, ელენა პაპარიზუ – ძარცვის მსხვერპლი ვარსკვლავები

ბერძენი და არაბერძენი ვარსკვლავების სახლები ძარცვის სამიზნე ხშირად ხდება. მდიდრულ აპარტამენტებს, რომლებიც ათენის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში მდებარეობს, როგორც წესი აქვთ უსაფრთხოების სისტემაც და სიგნალიზაციას, თუმცა, პარალელურად არსებობენ გამოცდილი ქურდებიც.

ბერძნული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ იმ ცნობილი ვარსკვლავების სიას, რომელთაც ბოლო წლების და ბოლო დღეების მანძილზე დაესხნენ თავს:

დესპინა ვანდი – მომღერალი სულ რამდენიმე დღის წინ გაძარცვეს. ვულაში, საკუთარ სახლში დაბრუნებისას, მან აღმოაჩინა, რომ ყველაფერი თავდაყირა იდგა. ქურდები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და თანხის და ძირადღირებული ოქროს წაღება მოახერხეს.

ელენი მენეღაკი – ტელეწამყვანი და მისი მეუღლე ორი წლის წინ უქმეებს კალიმნოზე ატარებდნენ, როცა მათი მოტორიანი ნავი გაძარცვეს და ელენის თანხა და საკრედიტო ბარათები წაიღეს.

 

ანა ვისი – ვისის სახლი, რომელიც ეკალიში მდებარეობს, 1 წლის წინ გაძარცვეს, როდესაც ის ამერიკაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ მათ სეიფიდან თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს.

ელენა პაპარიზუ – რამდენიმე წლის წინ პაპარიზუს სახლიდან 4, 000 ევრო მოიპარეს, ასევე მისი პასპორტი და ძვირფასეულობა. მისი თქმით, სახლი საშინელ მდგომარეობაში დახვდა.

თამთა – რამდენიმე ხნის წინ ქართველ მომღერალს ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩანთა მოპარეს, სადაც თავისი მანქანის გასაღები ედო. ამიტომ სახლში დაბრუნება ტაქსით მოუწია. “სახლიდან ჩანთით და მანქანით გამოვედი, თუმცა, უჩანთოდ და ტაქსით დავბრუნდი. არაუშავს, ღამე მაინც კარგად გავატარე,” თქვა მან.

ნიკოს ვერტის – ყველასთვის საყვარელი ნიკოს ვერტი რამდენიმე თვის წინ უკვე მეორედ გახდა ძარცვის მსხვერპლი. მას გლიფადიდან ძვირადღირებული ჯიპი მოპარეს. ხოლო ერთი წლის წინ, მძარცველებმა მის სახლში უსაფთხოების სისტემის გათიშვა და სეიფიდან დიდი რაოდენობით თანხის წაღება მოახერხეს.

onalem

ტესტ