fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ელენა კუნდურა: ”საბერძნეთში ელიტარული ტურიზმი იზრდება”

საბერძნეთისთვის ახალ ბაზარზე გადასვლა, როგორებიცაა ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი, არაჩვეულებრივი საშუალებაა ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად და სტაბილურობის დასაბრუნებლად.

გარდა, ამისა იზრდება მოთხოვნა ტურისტულ ბაზარზე, ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, ამერიკა, რუსეთი. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ელენა კუნდურა აცხადებს, რომ: ”ჩვენს ქვეყანაში ელიტარული ტურიზმი 10%-ით გაიზარდა. საბერძნეთს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ძირითადად 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით სარგებლობენ.”

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომისტები შეშფოთებულნი იყვნენ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში მიმდინარე ცვლილებებით: ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ტურები არის ძალიან მოკლე, ხოლო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ზრდა ფიქსირდება მხოლოდ იაფი ტურიზმის სექტორში.

აღნიშნული ტენდენცია გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ტურიზმზე. საბერძნეთი მსოფლიოს ტურისტული ცენტრების ათეულში შედის და მან აჩვენა კიდეც ტურისტთა რაოდენობის რეკორდული ციფრები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფერო არ იზრდება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს ამ ყველაფრის ფონზე უნდა ხდებოდეს.

onalem

ტესტ