fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ექსარხია: 30 წლის მსახიობის, მერი ცონის ტრაგიკული სიკვდილი

ამომავალი ვარსკვლავის, მსახიობ მერი ცონის ტრაკულმა სიკვდილმა მისი თაყვანისმცემლები, ხელოვნების სამყარო და ბერძნული საზოგადოება შოკში ჩააგდო. ის 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსარხიაში გოგონა ცუდად გახდა და ერთ-ერთი ბინის კარზე დააკაკუნა დახმარების თხოვნით. თუმცა ამავე დროს არსებობს გარკვეული უზუსტობები. ზოგიერთი წყაროს თანახმად, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ზარი დაფიქსირდა გოგონას ტელეფონიდან, მაგრამ დახმარება მისთვის არ იყო გამოძახებული.

როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მივიდა, მერი უკვე გარდაცვლილი იყო.

პათოლოგანატომები წინასწარი დასკვნით, გარდაცვალების მიზეზად ფილტვების შეშუპებას ასახელებენ. არ აღინიშნება არანაირი გარე დაზიანება. ხოლო იმას, თუ რამ გამოიწვია ფილტვების შეშუპება, ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზა აჩვენებს.

ამ სახლში, რომელიც ექსარხიაში მდებარეობს, აღმოჩნდა მოხუცი მამაკაცი, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ზრუნავდა, მიჰქონდა საჭმელი და ყველაფერი, რაც შეეძლო.

onalem

ტესტ