fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

ეკონომიკურმა კრიზისმა ბერძნების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა

საბერძნეთში ეკონომიკურმა კრიზისმა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფზე დიდი გავლენა მოახდინა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა.

მკვლევართა ჯგუფმა იკვლია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2030 წლამდე, 35 ქვეყნაში, რომელთა შორის არის საბერძნეთიც.

”ბოლო წლების მანძილზე საბერძნეთში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც, სავარაუდოდ, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ადამიანები აღარ ცოცხლობენ იმდენად დიდხანს, როგორც ადრეულ წლებში,” განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, ვასილის კონტისმა.

საბერძნეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1960-იანი წლებიდან, მიმდინარე ათწლეულის დასაწყისამდე ძალიან მაღალი იყო. 2012 წლამდე ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 83 წელი, ხოლო მამაკაცების 78 წელი.

”საზოგადოებაზე კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რადგან ბერძნები შეზღუდული რაოდენობის თანხას ხარჯავენ საკუთარ ჯანმრთელობაში. ქვეყნებს, რომლებშიც სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მაღალია, გააჩნიათ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა. მაგალითად, ქრონიკული დაავადებების პროგნოზირება და მკურნალობა, თამბაქოს მოხმრების ტენდენციის შემცირება და ა.შ.” , – აცხადებს კონტისი.

იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობამ დიდხანს იცოცხლოს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

onalem

ტესტ