fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ეკა სირაძე: საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე “ამბასადორიალი 2017”-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საფრანგეთის საზღვრიდან საქართველოს მხოლოდ 12 მოქალაქე გამოაბრუნეს. მისი თქმით, არ არსებობს იმის სტატისტიკა, თუ რატომ გამოაბრუნეს ეს ადამიანები უკან, რადგან მესაზღვრეს ამის დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია.

„როდესაც მესაზღვრე უარს ამბობს, მას არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, რატომ ამბობს უარს. შესაბამისად, მე სტატისტიკა მაქვს, მაგრამ მიზეზები, თუ რატომ ეთქვათ კონკრეტულ პიროვნებებს უარი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიგრაციის სამსახურთან, მათთან გვქონდა შეხვედრა წამოსვლის წინ. გვაქვს სტატისტიკა ორი თვის, ანუ 2017 წლის აპრილისა და მაისის და ეს სტატისიკა შეადარეს შარშან 2016 წელის აპრილი-მაისის სტატისტიკას. შემიძლია გითხრათ, საფრანგეთის საზღვრიდან გაბრუნებულია, ანუ არ მისცეს შესვლის შესაძლებლობა 12 ადამიანს, მაგრამ აქვე აღვნიშნავს, რომ საფრანგეთის საზღვარი არ არის პირველადი გადაკვეთის საზღვარი და მგონია, რომ სწორედ ამიტომაა ეს რაოდენობა ასეთი დაბალი“, – განაცხადა ელჩმა.

ეკატერინე სირაძის განცხადებით, წლევანდელი აპრილი-მაისის მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია, წინა წლების ამ თვეებთან შედარებით.

„გაზრდილია თავშესაფრის მთხოვნელთან რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, თუმცა როცა ვადარებთ გასულ წელის მონაცემებს, იგივე პერიოდს კატასტროფულად არის გაზრდილი. ჩვენ ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ დავაკვირდეთ ამ პროცესს, შეიძლება ეს იყო მხოლოდ ორი თვის მაჩვენებელი და შეიძლება ორი თვის შემდეგ იკლოს ამ მაჩვენებელმა. შესაძლოა, უფრო გრძელ დროში უნდა მოხდეს ამ ციფრის შედარება, განხილვა და ანალიზი“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში.

onalem

ტესტ