ეგალეოდან 14 წლის გოგონა გაუჩინარდა – მისი კვალიც კი არსად ჩანს

საბერძნეთის პოლიცია 14 წლის მოზარდს ეძებს, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინრდა.

კერძოდ, ხარა ე.-ს ეგალეოდან 2018 წლის 6 ივნისს გაქრა. ის ბოლოს 12:00 საათზე ნახეს და მას შემდეგ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ არსებობს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილიც”.

გოგონას აქვს შავი თმა და შავი თვალები, იწონის 50 კგ-ს და არის 1, 50 მეტრი სიმაღლის.

გაუჩინარებისას ეცვა თეთრი მაისური, ჯინსის შორტი, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და ატარებდა სკოლის ვარდისფერ ჩანთას.

ოჯახი და ორგანიზაცია ათენის მოსახლეობას დახმარებას სთხოვს, რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 116000.

melano

ტესტ