fbpx
კულტურა

ძველი ბერძნების 10 საოცარი გამოგონება

ძველ ბერძნებზე საუბრისას, პირველად მათი კულტურა და მითოლოგია, ფილოსოფია, მათემატიკა, ლიტერატურა, ოლიმპიური სპორტი და ღმერთების მარმარილოს ქანდაკებები გვახსენდება. თუმცა, იშვიათად აღვნიშნავთ იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, დროს გაუსწრო.

მექანიზმს, რომელიც ქრისტეშობამდე 150 წელს შეიქმნა, შეიძლება მსოფლიოში პირველი კომპიუტერი ეწოდოს. ის ბრინჯაოს 37 მოწყობილობისგან შედგება, რომელიც ხის ჩარჩოში ზის. მისი საშუალებით კეთდებოდა ურთულესი ასტრონომიული გათვლები, რათა დაედგინათ მთვარის დაბნელება და ზოგადად, ყველა პლანეტის გადაადგილება.

ცეცხლსატყორცნი: ბერძნებს არა მხოლოდ ბრძოლა უყვარდათ, არამედ საბრძოლო იარაღების შექმნაც. პირველი ცეცხლსატყორცნი პელოპონესის ომში გამოსცადეს  (431 – 404 წლის ძვ.წ.). ისინი გამოიყენებოდა ციხესიმაგრეთა კედლების დასანგრევად და შეიცავდა მჟავას.

ორთქლის იარაღი – არქიმედეს ერთ-ერთი გამოგონება, რომელიც პუნიკურ ომებში გამოიყენებოდა. ეს იყო ლითონის მილი, რომლის ერთი ბოლოც წყლით ივსება და თბება.მისი საშუალებით წყლის ჭავლი წარმოიქმნებოდა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეც კი აღწევდა.

”კლანჭი” – არქიმედეს მორიგი გამოგონება. ის მიმაგრებულია ქალაქის კედელზე, რომელიც აღჭურვილია ჯაჭვითა და თოკით, ერთ მხარეს. ხოლო მეორე მხრიდან ხდებოდა მისი დაბალანსება. მისი საშუალებით იცავდნენ თავს მტრისგან, რომელიც გემებით იჭრებოდა მათ ტერიტორიაზე.

ვაგინალური გამაფართოებელი – ეს სამედიცინო ხელსაწყო ქრისტეშობამდე მეორე საუკუნიდან არის. ის ოლიმპოს ბაზაზე ჩატარებული გათხრებისას აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, თუ რა მოწინავე პოზიციები ეკავა მედიცინას საბერძნეთში. ისინი ასევე გამოიყენებდნენ სკალპელს, პინცეტს, კათეტერებს და ა.შ.

ავტომატური დამლაგებელი – მექანიკის ეს საოცრება ქრისტეშობამდე მესამე საუკუნეში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი ძალიან ლოგიკური იყო – ეჭირა ღვინის ჭიქა, რომელსაც წყალთან აზავებდა. ორივე სითხის შესანახი კონტეინერები მექანიზმის შიგნით იყო განთავსებული.

ამოსატუმბი დგუში – ეს ბრწყინვალე იდეაც მესამე საუკუნიდან მოდის და ერთ-ერთ ინჟინერს ეკუთვნის. ის გამოიყენებოდა ჭებიდან წყლის ამოსატუმბად. სამწუხაროდ ამ ინჟინერის ყველა ნამუშევარი ალექსანდრიას ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

ჰიდრავლიკური ორღანი – ინსტრუმენტი წყლის გამოყენებით მუშაობდა და საოცარ ხმებს გამოსცემდა. ის მოგვიანებით თანამედროვე ორღანის პროტოტიპი გახდა.

ორთქლის ტურბინა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებას წარმოადგენს. ზემოთ მოთავსებული იყო ბურთი მილებით, რომლის საშუალებითაც ორთქლი გარეთ გამოიყოფოდა, ხოლო ქვემოთა მხარეს ხდებოდა წყლის ადუღება.

მიწისქვეშა სადინარი – დიდი მიწისქვეშა გვირაბი წყალსაცავებისთვის კუნძულ სამოსზე ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში ტირანი პოლიკრატეს ბრძანებით გაითხარა. ის ზუსტი გეომეტრიული გათვლებითაა გადაწყვეტილი და მასზე ჰეროდოტზე წერდა, როგორც მსოფლიოს საოცრებაზე.

onalem

ტესტ