fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ძლიერი ხანძრები მარათონაში, ახაიასა და არკადიაში: მეხანძრეებისა და ქარის ბრძოლა

მეხანძრეების ბრძოლა სამ ფრონტზე მიმდინარეობს: მარათონაში, ახაიასა და არკადიაში. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი, რომელიც მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ამ “ბრძოლაში”.

მართალია, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მძვინვარებს, თუმცა, მას, ჯერჯერობით, საცხოვრებელი სახლებისთვის ან ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს 20 სახანძრო, 16 “მთამსვლელი”მანქანა და 40 მეხანძრე. მათ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეხმარებიან ცეცხლის ლიკვიდირებაში.

რაც შეეხება არკადიას, აქაც დაუსახლებელ ტერიტორიაზეა ხანძარი გაჩენილი და საბედნიეროდ, მსხვერპლი არც აქ არის. ადგილზე მუშაობს 30 სახანძრო და 12 “მთამსვლელი” მანქანა და 30 მეხანძრე.

ახაიაში კი, გამთენიისას, 05:30 საათზე მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ნახევრად ლიკვიდირებული იყო. ცეცხლი აქ, ოთხშაბათს ღამით გაჩნდა.

ამ ტერიტორიაზე, მეხანძრეების მთავარი თავსატეხი ის იყო, რომ ცეცხლი სტროფილიას ტყეს არ გადასდებოდა. პოლიციამ 10:00 საათზე გზა გადაკეტა, რათა სახანძრო მანქანებს თავისუფლად შესძლებოდათ გადაადგილება.

სამოქალაქო დაცვის გენერალური მდივნის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო ქვეყნის რამდენიმე უბანზე ძალიან დიდი რისკია. საფრთხის ქვეშ არის მთლიანად დასავლეთ საბერძნეთი, ციკლადები, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულები, ატიკა, ბეოტია, ევბია, ხალკიდიკი და კორინთია. ეს პუნქტები ყვითელი ფერითაა აღნიშნული GFCF-ის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე.

onalem

ტესტ